რუსთავის მეექვსე მოწვევის საკრებულოს ლევან ონიანი უხელმძღვანელებს, ხოლო მისი მოადგილეები ნინო ტაბატაძე-ქავათარაძე და დავით რეხვიაშვილი იქნებიან. ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა დღესვე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს.
სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე – ამირან ჯანჯღავა;
საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე – გრიგოლ ვეფხვაძე;
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე – გოჩა ჯანგიძე;
სივრცით ტერიტორიულ დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე – გიორგი ტუხაშვილი;
სოციალურ საკითხთა მომისიის თავმჯდომარე – დავით იშხნელი;
მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, 2 ფრაქცია დარეგისტრირდა.
“ქართული ოცნება”, რომელსაც სათავეში მალხაზ კომლაძე ჩაუდგება და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც ალეკო ბერიძე უხელმძღვანელებს.