26 ნოემბერს, თბილისში საკონცერტო დარბაზ “კონგრეს ჰოლში“ მოზარდთა შემოქმედების ინტერნაციონალური ფესტივალი “მშვიდობა ამიერკავკასიას“ გაიმართა, სადაც ა(ა)იპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“ არსებული ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიული ანსამბლი – “მთიები” მონაწილეობდა.
ანსამბლ „მთიების“ წევრებმა გივი ქემაშვილის ხელმძღვანელობით ცეკვა „აფხაზური“ და „მთიულური“ შეასრულეს, რომლითაც მაყურებლისა და ჟიურის მოწონება დაიმსახურეს. “მთიები” ნომინაცია – “არტისტიზმში“ გამარჯვებულები გახდნენ და საჩუქრად დიპლომები გადაეცათ.
გაცნობებთ, რომ ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ასევე აზერბაიჯანული და სომხური ანსამბლები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას ტრადიციული ცეკვები წარუდგინეს.