2018-2021 წლებში RMG-ის ფინანსური მხარდაჭერით 7 ისტორიულ ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

0
1639

კომპანია RMG-მ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს ბოლნისის, მანგლისის და თეთრიწყაროს, ნიკორწმინდის და ალავერდის ეპარქიებთან ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის და მათი რეაბილიტაციის ერთობლივ პროგრამას შეიმუშავებენ.

2018-2021 წლებში RMG ფინანსური მხარდაჭერით რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ ქვემოთ ჩამოთვლილ ეროვნული მნიშვნელობის და კულტურული მემკვიდერეობის ძეგლებს:

• ფიტარეთის მონასტერი
• ბოლნისის სიონი
• სამშვილდის ნაქალაქარი
• სათხეს სამონასტრო კომპლექსი
• ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსი
• ალავერდის სამონასტრო კომპლექსი
• შუამთის მონასტერი

“ვფიქრობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქვეყნისათვის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს მოიცავს. სასიხარულოა, რომ ძეგლებს შორისაა ბოლნისის სიონი, ფიტარეთისა და სათხის მონასტრები”- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS