სათნოების სახლის უფასო სასადილოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან ერთად ესტუმრა, ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა. საახალწლო ნობათი დღეს 202 ოჯახმა მიიღო.
სათნოების სახლის ხელმძღვანელობამ შინ მოვლის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს საახალწლო ტკბილეული სახლში მიუტანა.