რუსთავის მერის სიურპრიზი სამ რუსთაველ ბიჭუნას

0
4430

საახალწლო კონცერტის მსვლელობისას ირაკლი ტაბაღუამ ქალაქისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული სიყვარულისთვის და მზრუნველობისთვის სამი რუსთაველი ბავშვი: გიორგი ბერიანიძე, გიორგი ჩიქობავა და ირაკლი ჯანელიძე, ფეხბურთის ბურთებით, სპორტული მაისურებით და ტკბილეულით დაასაჩუქრა. კონცერტზე მისულ მაყურებელს ქალაქის მერმა თავად უამბო, თუ რა ვითარებაში შედგა მისი და ამ პატარა რუსთაველების ნაცნობობა. როგორც აღმოჩნდა, ბავშვებმა რამოდენიმე კვირის წინ გამართულ დასუფთავების აქციაზე, განსაკუთრებული გულმოლმოდგინება და აქტიურობა გამოიჩინეს.

,,ქალაქის დასუფთავების ერთ-ერთ აქციაზე, ამ ბიჭების ეზოში ვიყავით, უნდა გენახათ, ერთ დაძახილზე, როგორი მონდომებით იმუშავეს და როგორ დააწკრიალეს საკუთარი ეზო. ფეხბურთი უყვართ და ვასაჩუქრებთ ფეხბურთის ბურთებით, მაისურებით და რა თქმა უნდა ტკბილეულით. ყველას ასე მოვეფერებით, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს და ზრუნავს რუსთავზე“-განუცხადა რუსთავის მერმა კონცერტზე მისულ რუსთაველებს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

NO COMMENTS