ინტერპოლის მიერ ძებნილთა 39% ეროვნებით ქართველია

0
2792

ბოლო მონაცემებით, ინტერპოლის საძიებო სისტემაში 160 ძებნილი ფიქსირდება. მათგან 63 ადამიანი ეროვნებით ქართველია, სამი მათგანი კი ქალია.

ძებნილებს ბრალი ტრეფიკინგში, საბუთების გაყალბებასა და საზღვრის უკანონოდ კვეთაში ედებათ.
ძებნილთა შორის ყველაზე პატარა 21 წლის ნამიგ ჰუსეინოვია (სხეულის განძრახ დაზიანება და ხულიგნობა). ყველაზე ხანდაზმული, კი 79 წლის ასლან აბაშიძეა (ხელისუფლების ან სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება; მითვისება ან გაფლანგვა).

27 შემთხვევაში საქმე მკვლელობას ან მკვლელობის მცდელობას ეხება. ყველაზე ხშირად, ქართველები საზღვრის უკანონოდ კვეთასა და დოკუმენტაციის გაყალბებისთვის იძებნებიან.

ინტერპოლის საძიებო სისტემის მიხედვით, ძებნილი 63 ადამიანიდან, ყველაზე მეტი, 28 ქართველი რუსული მხარის მიერ იძებნება.

წყარო: imedinews.ge

NO COMMENTS