რუსთავის ივანე ჯავახიშვილის სახელობის 24-ე ქართული გიმნაზიის მეხუთე კლასის მოსწავლე გიორგი სამუნაშვილი კინგსის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. გიორგიმ მათემატიკის ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით თანატოლებს შორის ყველაზე მაღალი ქულა აიღო და პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებული მოსწავლე ოლიმპიადის ორგანიზატორებმა დღეს ოფიციალურად დააჯილდოვეს.
როგორც „ტელეგრაფისთვის” გახდა ცნობილი, ეს გიორგის პირველი გამარჯვება არ არის, მან გასულ წლებში სხვადასხვა ოლიმპიადებში არაერთხელ დაიკავა საპრიზო მეორე და მესამე ადგილები.