რუსთავის პოლიციის სამმართველოს უფროსის თქმით, რუსთავის ბაზრის ერთ-ერთი მეპატრონის მკვლელობაში ბრალდებულის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მისი თქმით, ჯერჯერობით მკვლელობის მოტივზე საუბარი ნაადრევია.
“მიმდინარეობა აქტიური გამოძიება. მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით 108-ე და 236-ე მუხლებით დავიწყეთ. რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შენახვა შეძენას გულისხმობს. სხვა დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით”, – ამბობს თამაზ მეშველაშვილი.