რუსთავში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

0
1540

,,პენსიონერთა კავშირის” რუსთავისა და ქვემო ქართლის ორგანიზაციის ინიციატივითა და რუსთავის მერიის ხელშეწყობით, კლინიკა ,,M მედიში’’ უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში, რუსთაველ პენსიონერებს სასუნთქი გზების ფუნქციონალური და ასაკობრივი ფსიქოემოციური მდგომარეობის გამოკვლევა ჩაუტარდათ. პაციენტებს ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის პრეზიდენტი, ალერგოლოგი, პროფესორი ბაია ბეზარაშვილი და ფსიქოთერაპიისა და ფსიქოანალიზის მიმართულების კოორდინატორი, ფსიქოთერაპევტი გია სულაქველიძე მოემსახურნენ.

სამედიცინო აქციის მიმდინარეობას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები – პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე გაეცნენ.

NO COMMENTS