რუსთავის ხელმძღვანელობამ №10 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალაშენებული შენობა დაათვალიერა

0
1792

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მოადგილე დავით კეკელიძესთან, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ტაბატაძესა და ვახტანგ გორგასლის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გურამ კვარაცხელიასთან ერთად, ცურტაველის ქუჩაზე, №10 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალაშენებული შენობა დაათვალიერა.

№ 10 საბავშვო ბაღის ძველი შენობა დაზიანებული და ავარიული იყო. ძველი ბაღის დემონტაჟის შემდეგ, იმავე ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების, ექვს სააღმზრდელო ჯგუფსა და 230 ბავშვზე გათვლილი ბაღი აშენდა.
სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, მოხდა ბაღის შენობის ფასადის საიზოლაციო მასალით დათბუნება, დამონტაჟდა სავენტილაციო, ცენტრალური გათბობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა სველი წერტილები, შემოიღობა და კეთილმოეწყო ბაღის ეზო.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების სატენდერო ღირებულებამ 1 078 222 ლარი შეადგინა, აქედან მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 13, 76 % იყო.

NO COMMENTS