რიკოთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
თვითმხილველთა თქმით, გზის საპირისპირო ზოლში მოძრავი ტრაილერი მსუბუქ მანქანას დაეხაჯა. 5 ადამიანი, მათ შოორის 2 ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.
ავარიაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი დაკავებულია.
გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლი ექვსიდან ათ წლამდეპატიმრობას ითვალისწინებს.