სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრი რუსთავის 70 წლისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებას გამართავს

0
1396

რუსთავის მერიის ააიპ „რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრი“, რუსთავის 70 წლისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებას გამართავს. შეჯიბრებები გაიმართება მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთში და შაშში. ღონისძიებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მიიღებენ მონაწილეობას. გამაჯვებულებს მედლები და სიგელები გადაეცემათ.

ღონისძიება ჩატარდება #7 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში. ჩატარების დრო- 3 თებერვალი, 12:00-დან 15:00 საათამდე

NO COMMENTS