რუსთავის მერი ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
პრეზენტაციაზე ირაკლი ტაბაღუამ დეტალურად ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელებაც მიმდინარე წელს, ქალაქის მასშტაბით იგეგმება და ბიზნესმენების მოსაზრებებიც მოისმინა.
როგორც რუსთავის მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, მკაცრად გაკონტროლდება სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების მიერ სატენდერო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულების პროცესი, ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კონკრეტული სამშენებლო კომპანიის მიმართ მერია შესაბამის ზომებს მიიღებს.