ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და შოთა რუსთაველის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ჯანგიძე, ამავე სამაჟორიტარო ოლქის მოსახლეობას შეხვდნენ.
ლევან ონიანი და გოჩა ჯანგიძე ადგილზე სწავლობდნენ სამაჟორიტაროში არსებულ ინფრასტრუქტურულ ვითარებას. ასევე ბინაზე ესტუმრნენ ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს და მათი პრობლემატიკით დაინტერესდნენ. საკრებულოს თავმჯდომარე და სხვადასხვა ოლქის მაჟორიტარი დეპუტატები გასვლით შეხვედრებს სამომავლოდაც არაერთხელ გამართავენ