მიმდინარე წელს, რუსთავში, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 13 მლნ 212 848 ათასი ლარი დაიხარჯება

0
1962

2018 წელს, რუსთავში, ცენტრალური ბიუჯეტიდან 10 მილიონამდე ღირებულების (მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა – 1 მლნ 284 684 ათასი ლარი) ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

სამუშაოები უმეტესად ქალაქის სხვადასხვა უბანში გზის საფარის აღდგენა/რეაბილატაციას ითვალისწინებს.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით კი, რუსთავში 3 მლნ 330 670 ათასი ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ავარიული სახლების გამაგრების, საცხოვრებელი კორპუსების გადახურვის, გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაციის, სპორტული მოედნებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხეების მოწყობის სამუშაოები განხორციელდება.

მიმდინარე წელს, რუსთავში, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში, 13 მლნ 212 848 ათასი ლარი დაიხარჯება.

NO COMMENTS