რუსთავში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა

0
1890

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორთან და რუსთავის მერთან ერთად, რუსთავში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა.

შენობა აღჭურვილია ახალი ინვენტარით და თანამედროვე ტექნოლოგიებით.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობის გახსნას რუსთავში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.

“ამ სამსახურის გახსნა მნიშვნელოვანია ქალაქისთვისაც, რადგან რეგიონის დანიშნულება აქვს და ის ქვემო ქართლის რეგიონს მოემსახურება. რაც მთავარია, შენობა თანამედროვე სტანდარტებითაა აშენებული. აქ მომუშავე მაშველებს ექნებათ მეტი შესაძლებლობა, რომ განახორციელონ თავიანთი სამუშაო. მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურაც. რაც შეეხება ტექნიკას, სამსახური ამის თაობაზე აკეთებს განცხადებას, რომ უნდა მოახდინოს არსებული ტექნიკის განახლება, რაც ცხადია, მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის და ქალაქისთვისაც”, – განაცხადა ტაბაღუამ.

NO COMMENTS