ახალ მარშრუტზე, მგზავრებს №11 მიკროავტობუსი მოემსახურება. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსთავის მერიამ მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილება ექსპერიმენტულია და მისი საბოლოოდ დამტკიცება მგზავრთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
მარშრუტის მოძრაობის მიმართულება:
საბითუმო ბაზარი – XVII მიკრო რაიონი – XX მიკრო რაიონი – აზოტის საავადმყოფო თბილისის ქუჩა – ვაჟა–ფშაველას ქუჩა – მერია.
უკუმიმართულება:
მერია – ვაჟა–ფშაველას ქუჩა – თბილისის ქუჩა – აზოტის საავადმყოფო – XX მიკრო რაიონი – XVII მიკრო რაიონი – საბითუმო ბაზარი.
მიკროავტობუსები დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე იმოძრავებენ 5-8 წუთიანი ინტერვალით, მგზავრობის ღირებულება კი 50 თეთრი იქნება.
ქალაქ რუსთავში, შიდასაქალაქო მიმართულებებზე მგზავრთა გადაადგილებას, მიკროავტობუსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს. ექსპერიმენტულ მარშრუტზე სატრანსპორტო საშუალებები აღნიშნულმა კომპანიამ სხვადასხვა მიმართულებიდან გადაანაწილა.