რუსთავში ცნობილი ქართველი მწერლების ფრაზები და სტრიქონები გამოიფინება

0
1708

რუსთავის საკრებულოს წევრი ამირან ჯანჯღავა ახალ ინიციატივაში ერთვება და ქალაქის მასშტაბით გეგმავს პროექტს „ ქართველი მწერლების გამოფენა ღია ცის ქვეშ“. პროეტის ფარგლებში ცნობილი ქართველი მწერლების ფრაზები და სტრიქონები გამოფენილი იქნება ქალაქის შემოსასვლელში (მე-8 მიკრო/რაიონიდან შარტავას ბიუსტამდე).

პროექტის ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ამირან ჯანჯღავა ქვემო ქართლის მწერალთა კავშირის წევრებს შეხვდა, რომლებთან ერთადაც ლიტერატურული მრჩეველთა საბჭო შეიქმნება, რომ 72 ქართველი მწერლისა და მათი ფრაზების შერჩევა კომპეტენტურ კადრებთან ერთად მოხდეს.

#რუსთავისსაკრებულო
#ქვემოქართლისრეგიონი2018

NO COMMENTS