რუსთავში რუსთავის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მედიატურნირი გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში, სლოგანით – სპორტი ურთიერთობებისთვის!
ტურნირში ერთმანეთს რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების გუნდები დაუპირისპირდნენ.
სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, მერის მოადგილე გოჩა ლორიამ, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა – გურამ კვარაცხელიამ და ამირან ჯანჯღავამაც მიიღეს.
სპორტულ ასპარეზობაში ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელსაც სპეციალურად დაწესებული გარდამავალი თასი გადაეცა.
მედია-ტურნირი, რომელიც რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის’’ ხელშეწყობით ჩატარდა, ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ წელს გაიმართება.
მედიატურნირის მიზანი ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.