ირაკლი ტაბაღუა ახალგაზრდა მხატვარს სტუმრობდა

0
1475

რუსთავის მერი ახალგაზრდა რუსთაველ მხატვარ გიორგი ჩაჩანიძეს სახელოსნოში ესტუმრა.
ირაკლი ტაბაღუამ მხატვრის ნამუშევრები დაათვალიერა და ახალგაზრდა ხელოვანს შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
რამდენიმე დღის წინ ქალაქის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, გიორგი ჩაჩანიძის ნამუშევართა პერსონალური გამოფენა სახელწოდებით – ,,ტეტრისი’’ გაიმართა.
გამოფენაზე მხატვრის 25-მდე ნამუშევარი იყო გამოფენილი.

 

NO COMMENTS