გრიგოლ ნემსაძე, დმანისის მუნიციპალიტეტის მუზეუმს ესტუმრა

0
1239

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, დმანისის მუნიციპალიტეტის მუზეუმს ესტუმრა და საექსპოზიციო-არქეოლოგიურ დარბაზში განთავსებული ექსპონატები, პირველ მოადგილესთან და ქალაქის მერთან ერთად დაათვალიერა.

რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დმანისის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილეს ყურადღება და ამ მიმართულებით ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები დასახეს.

,,ვგეგმავთ, ტურიზმის მიმართულების გაძლიერებას და მუნიციპალიტეტში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. დმანისში ამ მხრივ ბევრი საინტერესო სიახლეა დაგეგმილი“_აღნიშნა გუბერნატორმა.

NO COMMENTS