დმანისის მუნიციპალიტეტში RMG არსებული საწარმოო უბნის მოედნების გაფართოების პროექტის გზშ-ს დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა

0
1170

20 თებერვალს, 15 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტის შენობაში RMG Gold-ის არსებული საწარმოო უბნის მოედნების გაფართოების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვაზე კომპანიამ წარმოადგინა პროექტი, რომელიც ეხება თეთრიწყაროს რაიონში კომპანიის საბადოდან მოპოვებული მადნების გადამუშავების საკითხს RMG Gold-ის ტერიტორიაზე. გარემოზე ზემოქმედების შეფასების აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს შემარბილებელი ღონისძიებების სრულ პაკეტს, რათა საწარმოო პროცესი სამომავლოდ გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით წარიმართოს. კომპანიამ, საჯარო განხილვამდე კანონმდებლობის შესაბამისად, 50 დღით ადრე საზოგადოებისათვის ღიად და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული ტექნოლოგიური ციკლი, გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებები და კვლევების შედეგები.

სხდომის მიმდინარეობისას, კომპანია RMG-იმ თავისი გაცხადებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, უშუალოდ ამ დოკუმენტთან დაკავშირებული ყველა საქმიანი შენიშვნისა და რეკომენდაციის გათვალისწინების შესახებ სრული მზადყოფნა გამოთქვა. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 20 თებერვალს ჩატარებულ საჯარო განხილვას ესწრებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, დაინტერესებული საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.

NO COMMENTS