რუსთავის თეატრში მსახიობ ეკა ქვრივიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

0
1823

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატული თეატრის ცისფერ დარბაზში, ამავე თეატრის მსახიობის, ეკა ქვრივიშვილის მესამე წიგნის – ,,ფარდის მიღმა“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნში, როგორც სათაურშივე ჩანს, ბევრი საუბარია თეატრზე, ანუ სივრცეზე სადაც ეკა ქვრივიშვილმა მთელი ცხოვრება გაატარა. ამასთანავე, მასში შესულია, როგორც ლექსები და მინიატურები, ასევე ჩანახატები და იგავ-არაკები. მოსაზრებები მეგობრებსა და მეგობრებისგან.  ეკა ქვრივიშვილისთვის ეს რიგით მესამე კრებულია. წინა კრებულები გამოსცა შემდეგი სახლწოდებებით – ,,სივრცისკენ მივქრი“ (გამომცემლობა ,,ირიდა“) და ,,ჭიდილის სამყაროსთან“ (გამომცემლობა ,,ირიდა“) არის ავტორი 3 პიესისა, რომელთაგან დადგმულია ორი, როგორც საკურსო და სადიპლომო ნამუშევარი.

ეკა ქვრივიშვილი არის, ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ასევე ,,ქალდეას“ აკადემიის აკადემიკოსი. ,,ვეფხისტყაოსნის“ მკითხველთა კონკურსის გამარჯვებული. გარდა რუსთავის თეატრისა, პერიოდულად მოღვაწეობდა და აგრძელებს მუშაობას: ხელოვნების კოლეჯში, პირველ მუსიკალურ სკოლაში, ხელოვნების სკოლაში, რუსთავის მე-2 საჯარო სკოლაში, ქ. თბილისის კერძო სკოლა ,,რე“. ჰქონდა საკუთარი თეატრი სახელწოდებით ,,ნიღბების თეატრი“

ეკა ქვრივიშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მიხელი თუმანიშვილის სახელოსნო. თეატრალურის დასრულების შემდეგ 1 წლის განმავლობაში მუშაობდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, უკვე 1993 წლიდან კი  რუსთავის თეატრის მსახიობია. რუსთავის თეატრში განხორციელებული აქვს როლები შემდეგ სპექტაკლებში: ,,ათვინიერებენ მიმინოს“. ,,ყვარყვარე თუთაბერი“, ,,ტელეშოუ მიწისძვრის სინდრომით დაზარალებულთათვის“, ,,აფრიკული ციებ-ცხელება“, ,,იქ სადაც ღვარად მოედინება“, ,,სიყვარულის თამაში“, ,,დავით აღმაშენებლი“, ,,ირინეს ბედნიერება“,  ,,ნაფტალინი“, ,,აჩა-ბაჩა“, ,,საოჯახო ქრონიკა“, ,,ჯვარშებმული“, ,,დარისპანის გასაჭირი“, ,,ბედი წარმავალთა“, ,,საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“, ,,მილიონერი ნეაპოლი“, ,,ადამიანთა სევდა“, ,,ხეჩოს სიზმარი“,  ,,თეთრი ბაირაღები“. მისი ბოლო სასცენო სახე სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა, რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ სოსო ნემსაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში ,,შეშლილის წერილები“, სადაც ეკა ქვრივიშვილმა მოსამსახურე ქალი მავრა განასახიერა.

6 მარტს, 18.00 სთ-ზე, მსახიობი ეკა ქვრივიშვილი, თანაქალაქელებს საკუთარი პოეზიით კიდევ ერთხელ მოეფერება და იქვე გააცნობს მეოთხე კრებულის მოკლე შინაარს, რომელზეც ავტორმა მუშაობა უკვე დაიწყო.

NO COMMENTS