ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ღვაწლმოსილ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულო

0
1471

დავით შერაზადიშვილმა ბოლნისელ ღვაწლმოსილ ქალბატონებს 8 მარტი მერიისა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, გოგი მეშველიანის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა თითოეულ ქალბატონს, განსაკუთრებული ღვაწლისთვის, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
,,მინდა ყველა ქალბატონს მოგილოცოთ ქალთა საერთაშორისო დღე. მართალია თავდაპირველად 8 მარტი ქალთა უფლებების დაცვის გამო დაწესდა, თუმცა უკვე მრავალი ათეული წელია ჩვენში ეს დღე ქალთან და მის მშვენებასთან ასოცირდება. მსურს ჯანმრთელობა და ბედნიერება გისურვოთ. გაზაფხულივით ფერადი და თბილი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრება.
დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეგვერჩია სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონები და პირადად მიგველოცა დღევანდელი დღე. მინდა თითოეულ მათგანს კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვო”- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS