ბოლნისში წყლის რესურსების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია მოეწყო

0
1559

დასუფთავების კამპანიას ,,ლურჯი ნაკადული”, რომელიც საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ინიციატივით ტარდება, დღეს ბოლნისიც შეუერთდა. სოფელ მუშევანის ხევი ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მერიის თანამშრომლებთან და შპს ,,კომუნალური მეურნეობის” წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.
დედამიწაზე 25 წელია აღინიშნება წყლის რესურსების საერთაშორისო დღე და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ დღეს სხვადასხვა აქტივობით უერთდებიან.

,,უკვე მე-7 წელია საქართველოში მწვანეთა მოძრაობის ორგანიზებით ტარდება კამპანია ,,ლურჯი ნაკადული“, რომელიც წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს ეძღვნება. ბოლნისის მუნიციპალიტეტი წელსაც მოხალისეობრივად ჩაერთო ამ წამოწყებაში და დღეს მერიის თანამშრომლებმა კომუნალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ მუშევანის ხევი დავასუფთავეთ.
მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად ატარებს დასუფთავების მასშტაბურ აქციებს და წელსაც, წინასწარ შედგენილი განრიგის მიხედვით პერმანენტულად მოხდება მუნიციპალიტეტის დასუფთავება”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა.

NO COMMENTS