რუსთავის მე-8 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება

0
1646

ბაღში სულ 4 სააღმზრდელო ჯგუფია. 5-6 წლიანების ჯგუფი ქალაქის #16 საჯარო სკოლაში, ხოლო ბაგის ჯგუფი #1 საბავშვო ბაღში გადანაწილდა.
3-4 და 4-5 წლიანთა ჯგუფები კი სააღმზრდელო პროცესს, რუსთაველის ქუჩის #20 -ში მდებარე შენობაში გაივლიან.
კერძო პირის მფლობელობაში არსებულ შენობას რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება იჯარით იღებს. შენობაში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა და აღიჭურვება საჭირო ინვენტარით.

#16 საჯარო სკოლაში, სადაც 5-6 წლიანთა ჯგუფი სასკოლო მზაობის პროგრამას გაივლის, სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას, დღეს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი, მეთოდისტები და ფსიქოლოგები გაეცნენ.

NO COMMENTS