ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი რუსთავის მუნიციპალიტეტში

0
1406

2018 წლის 3-5 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩინეთის აკადემიის დელეგაციას მასპინძლობს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია დღეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს ეწვია.

სტუმრებს ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი მასპინძლობდნენ.
მერიის საკონფერენციო დარბაზში ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც დელეგაციის წევრებს, ქალაქ რუსთავის ეკონომიკური და სტრატეგიული პოტენციალი გააცნეს, განიხილეს სამომავლოდ ჩინური ინვესტიციებისა და სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივები.

შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილეები ,ჩინეთის ეკონომიკური ინსტიტუტის დირექტორი – პეი ჩანგონგი და ასოცირებული პროფესორები – ფუ მინგვეი, ხიე ქიანი, ლიო ჰონგკუი, ვანგ ჩენხინგი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრჩეველი, ჯემალ ფუტკარაძე ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის დელეგაცია რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასა და ,,რუსთავის აზოტს“ მოინახულებს.

NO COMMENTS