ირაკლი ტაბაღუა ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

0
1732

2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბათუმის ქუჩის #36 საცხოვრებელ კორპუსთან სპორტული მოედნისა და ჭყონდიდელის დასახლებაში, #41 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გაეცნო.

ქალაქის მერთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები მერის მოადგილე დავით კეკელიძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს.

#41 საბავშვო ბაღის ეზოს ტერიტორიაზე, ასფალტის საფარი იგება, ეწყობა ბორდიურები და ტროტუარები.

პარალელურად, ქალაქის სხვადასხვა უბანში სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები გრძელდება.

წელს, რუსთავში ოთხი ახალი სპორტული ობიექტის რეაბილიტაცია მოხდება. ბათუმის ქუჩის #36, მეგობრობის გამზირის #30, მეგობრობის გამზირის #31 და #33 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ კომბინირებული ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედანი, მე-19 მიკრორაიონის #12 საცხოვრებელი შენობის ეზოში კი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხე მოეწყობა. პროექტის ჯამური ღირებულება 163 467, 65 ათასი ლარია.

ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 2018 წელს, რუსთავში, ჯამში 12 მლნ ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

NO COMMENTS