რუსთავის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია

0
1434

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო განხილვა მოეწყო. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ ზოგადი ინფორმაცია საზოგადოებას, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გააცნო. 2017 წლის საბიუჯეტო მაჩვენებლებზე დეტალურად კი, როგორც საშემოსავლო, ასევე ხარჯვით ნაწილზე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა ისაუბრა. პრეზენტაციის დასასრულს, საუბარი შეეხო ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, ოპოზიციის აქტიურ ჩართულობას და ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით სამუშაო შეხვედრების გამართვის აუცილებლობაზე.

NO COMMENTS