ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა იორდანიის დელეგაციას უმასპინძლა

0
1407

„არაბ ქალთა საწარმოების ფონდის“ (AWEF) ინიციატივით, ბოლნისის მუნიციპალიტეტს იორდანიის დელეგაცია ეწვია. შეხვედრა ,,ქალთა ოთახში“ გაიმართა. სტუმრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა უმასპინძლა. დელეგაციის წევრებს დავით შერაზადიშვილმა დეტალურად გააცნო ,,ქალთა ოთახი“-ს მუშაობის პრინციპები და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია სხვადასხვა სერვისს მოსახლეობისთვის.

იორდანიის „არაბ ქალთა საწარმოების ფონდი“ (AWEF) ძირითადად მუშაობს ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების და კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე რძის და ქარგვის სექტორებში. იორდანიაში ყველაზე გამორჩეულია რძის სექტორი და ასაქმებს ქალების დიდ რაოდენობას მთელი იორდანიის მასშტაბით. ისინი ამუშავებენ რძეს და აწარმოებენ სხვადასხვა პროდუქტს, რაც წარმოადგენს ძირითად სფეროს, სადაც ღარიბი/არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ქალები მკაფიოდ არიან წარმოდგენილნი და საჭიროებენ გაძლიერებას.

NO COMMENTS