სამუშაო შეხვედრა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის საკითხებზე

0
1458

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი რეგიონის გუბერნატორს, გრიგოლ ნემსაძეს, მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მერის მოადგილე დავით კეკელიძე, საქართველოს მელიორაციის, სურსათის უვნებლობისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.
საუბარი შეეხო ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში სამელიორაციო სამუშაოების განხორციელების საკითხს და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებს.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ქალაქში არსებული საწარმოების მხრიდან მავნე გამონაბოლქვისა და ამ პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე აქცენტი გამახვილდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და რეგიონში სამინისტროს ადგილობრივი სამსახურების ერთობლივი მუშაობის გააქტიურებაზე, განიხილეს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, ქვემო ქართლში განსახორციელებელი ერთობლივი გეგემებიც.

NO COMMENTS