შეხვედრა ხატვის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულებთან

0
1391

ირაკლი ტაბაღუა მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად, ბავშვთა ნახატების საერთაშორისო კონკურსის – ,,დამიხატე მშვიდობა’’ გამარჯვებულ ორ რუსთაველ მოსწავლეს, ქეთევან სურმავას, ეკატერინე სეხნიაშვილს და მათ პედაგოგს, მხატვარ დარეჯან ნოზაძეს შეხვდა.

ქალაქის მერმა პატარა მხატვრებს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადასცა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ხატვის საერთაშორისო კონკურსში 3000 ბავშვი მონაწილეობდა. 
50 საუკეთესო ნახატის ავტორი, მათ შორის, რუსთავის სამხატვრო სკოლა ,,არტ კერის’’ მოსწავლეები – 14 წლის ქეთევან სურმავა და 11 წლის ეკატერინე სეხნიაშვილი სპეციალურმა ჟიურიმ ბრმა შერჩევის პრინციპით დაასახელა.

საუკეთესო კონკურსანტების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარე წლის 7 მაისს, პარიზში გაიმართება.

გამარჯვებულებს საპატიო სიგელები და ლაუერატის მედლები გადაეცემათ.

ბავშვთა ნახატების საერთაშორისო კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ.
პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია ,,club de chance”-ის ინიციატივით ხორციელდება.

NO COMMENTS