დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას ,,დავასუფთავოთ საქართველო“ ბოლნისიც შეუერთდა

0
1191

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომუნალური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად კიდევ ერთი დასუფთავების აქცია გაიმართა, ნარჩენებისაგან გაიწმინდა სოფელ ჭაპალის ჭალა და მამხუტისაკენ მიმავალი გზისპირები.

“წლის განმავლობაში ბოლნისში არაერთი მასშტაბური აქცია იმართება, რომელიც მიმართულია მუნიციპალიტეტში არსებული გარემოს გაუმჯობესებისაკენ. სასურველი იქნება მსგავს აქციებში რიგითი მოქალაქეების ჩართულობაც , ვინაიდან სუფთა მუნიციპალიტეტი თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა და მსგავსი ღონისძიებები ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.”- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილი.

NO COMMENTS