კოსტავას გამზირზე ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები განთავსდა

0
1777

რუსთავის მერიის ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრი“ კოსტავას გამზირზე, ნაგავშემკრებ ლითონის კონტეინერებს ახალი პლასტმასის ურნებით ცვლის.

კოსტავას გამზირზე უკვე განთავსდა 16 ცალი პლასტმასის ნაგვის ურნა.
პროცესს „რუსთავსერვის ცენტრის’’ ახალი ხელმძღვანელი“ გიორგი გოროზია დაესწრო.

უახლოეს პერიოდში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების პლასტმასის კონტეინერები ეტაპობრივად, ქალაქის სხვადასხვა უბანში განთავსდება. 

NO COMMENTS