რუსთავის მერი საქართველოში მიუნჰენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

0
1576

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საქართველოში მიუნჰენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ,,ბრენდორ კონსალტინგის’’ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე რუსთავის განვითარების გეგმაზე იმსჯელეს, რომლის შემუშავებაშიც აღნიშნული საკონსულტაციო კომპანიაა ჩართული.

ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი ექსპერტებიც.

გაიმართება შეხვედრა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და რუსთავის განვითარების გეგმის პრეზენტაცია.

NO COMMENTS