შეხვედრა ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან

0
1702

რუსთავის მერიისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე, რუსთავის მერის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ვრცლად ისაუბრა როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილ სხვადასხვა პროექტზე.
სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში’’ საქმიანობა და სამომავლო გეგმები შეხვედრის მონაწილეებს, სააგენტოს უფროსის მოადგილე ზაურ ქვლივიძემ გააცნო, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA).

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით, მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომლის საქმიანობის უმთავრეს მიზანს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა წარმოადგენს. ქვეყნის დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო სამ ძირითად კომპონენტს – ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტსა და ინვესტიციებს აერთიანებს.

NO COMMENTS