რუსთავში მორიგი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება

0
1515

რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, გამოცხადებული კიდევ ორი ელექტრონული ტენდერი დასრულდა.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ ორ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი, დღეს მოეწერება.
ქალაქ რუსთავში მე-11-ე მიკრორაიონში სოციალური საცხოვრისის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულება შპს ,,სამებასთან“ გაფორმდება, პროექტის ღირებულება 824 439 ლარს შეადგენს;
ქალაქ რუსთავში მშვიდობის ქუჩის ასფალტ/ბეტონის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულება კი ელექტრონულ ტენდერში გამარჟვებულ შპს ,,ჰერიო“-თან გაფორმდება, სამუშაოების საერთო ღირებულება 1 221 776 ლარს შეადგენს.

NO COMMENTS