კომპანია არემჯის საწარმოო ობიექტებზე ენერგოეფექტური ტექნოლოგიის დანერგვა მიმდინარეობს

0
1486

კომპანია არემჯის საწარმოო ობიექტებზე ტექნიკური გადაიარაღება და თანამედროვე, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს.

ბექთაქარის საწარმოო მოედნის ტერიტორიაზე დამონტაჟდა 44 ერთეული მზის ენერგიაზე მომუშავე სანათი, რომელიც საწარმოო მოედნის პერიმეტრის მზის ენერგიით სრულ განათებას ითვალისწინებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მზის ენერგიით საწარმოო ობიექტების აღჭურვა მნიშვნელოვანია ეკოლოგიური და ეკონომიური კუთხით.

მზის ენერგიის მობილური გენერატორებით აქტიურად სარგებლობენ   „არემჯი გოლდის“ და „არემჯი კოპერის“ საწარმოებშიც. კომპანიის ენერგეტიკის სამსახურის ინფორმაციით, წარმოების განათება ბოლო 1 წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. ხმარებიდან ამოღებულია ძველი ტიპის სანათები და წარმოება გადასულია ეკონომიური დიოდური სანათების გამოყენებაზე.

NO COMMENTS