დაბა კაზრეთის კულტურის სახლში „არემჯის“ ღვაწლმოსილი თანამშრომლის მიხეილ ოქრიაშვილის წიგნის „კაზრეთის“ პრეზენტაცია გაიმართა

0
1495

დაბა კაზრეთის კულტურის სახლში „არემჯის“ ღვაწლმოსილი თანამშრომლის მიხეილ ოქრიაშვილის წიგნის „კაზრეთის“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ქვემო ქართლის გამორჩეული ისტორიის მქონე ქართული სოფლის – კაზრეთის წარსულის შესახებ ბევრ საინტერესო ისტორიულ მოვლენაზე მოგვითხრობს.
კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით წიგნი დაბის და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცემა.
„მეამაყება, რომ ბატონი მიხეილი არის ჩვენი კომპანიის თანამშრომელი. ეს ადამიანი არის მემატიანე არა მხოლოდ ჩვენი საწარმოსი, არამედ მთელი რეგიონის და დაბა კაზრეთის. ეს არის ისტორიული, შემეცნებითი, კულტურული და კარგი ენით დაწერილი წიგნი, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო და დღემდე უცნობ ფაქტს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, კომპანიის მხარდაჭერით, კაზრეთის თითოეული მოსახლე წიგნს ჩვენგან საჩუქრად მიიღებს,“ – განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.

NO COMMENTS