„არემჯი“ დაბა კაზრეთში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას განაგრძობს

0
1539

„არემჯის“ დირექტორის მოადგილემ დაბა კაზრეთში ის სპორტული გუნდები მოინახულა, რომელსაც უკვე წლებია სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში კომპანია აფინანსებს.

ამირან ქართველიშვილმა დაათვალიერა დარბაზები და მოედნები, სადაც თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, მკლავჭიდელები და ფეხბურთელები ყოველდღიურად ვარჯიშობენ. ქართველიშვილის თქმით, რეგიონში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა  „არემჯის“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

„არემჯის“ რეგიონში სპორტული წრეების აქტიურ მხარდაჭერად და დაფინანსებას  2015 წლიდან ახორციელებს. კაზრეთში და დმანისში ფეხბურთის, რაგბის, ჭიდაობის, მკლავჭიდის და კრივის წრეებზე  ასობით ახალგაზრდა  უსასყიდლოდ დადის და მისთვის სასურველი სპორტის სახეობას ეუფლება.

 „ „ჩვენთვის ახალგაზრდობა არის მთავარი პრიორიტეტი. კომპანია „არემჯი“ რამდენიმე წელია ასპონსორებს დაბაში არსებულ სპორტულ წრეებს. დღეს დავათვალიერეთ სხვადასხვა სპორტული წრეების დარბაზები და ინფრასტრუქტურა. მოხარული ვარ, რომ წლების განმავლობაში გაწეულმა ფინანსურმა მხარდაჭერამ შედეგი გამოიღო.  დაბა კაზრეთში და მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები ასობით ბავშვი ჩართულია სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში, ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა.“ – განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ამირან ქართველიშვილმა.

 

 

 

 

NO COMMENTS