ირაკლი ტაბაღუა მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

0
1781

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ჯღარკავასთან ერთად, #39 საბავშვო ბაღის ყოფილ შენობაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდა, ადგილზე გაეცნო პრობლემებს და მათ მოგვარებაში მხარდაჭერას დაჰპირდა.

დღესვე. რუსთავის მერი მე-17 მიკრორაიონში, #26 საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას შეხვდა და ქალაქის მასშტაბით მიმდინარე პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.

ადგილობრივი მაცხოვრებლების თხოვნის საფუძველზე, მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრი’’ კორპუსის მიმდებარედ სკამებს განათავსებს და გარე განათების ქსელს აღადგენს, ეზოს ტერიტორიაზე რამდენიმე სახეობის ყვავილიც დაირგვება.

NO COMMENTS