ირაკლი ტაბაღუა შიდა ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

0
1662

რუსთავში, ქალაქის მარცხენა სანაპიროზე, გზების, შიდა ეზოების საფარისა და სანიაღვრე ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სუმგაითელ მეტალურგების ქუჩაზე, შიდა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილეებთან – დავით კეკელიძესთან, გოჩა ლორიასთან და კომპანია ,,რუსთავის წყალის’’ გენერალური დირექტორის მოადგილე თეიმურაზ ჯანელიძესთან ადგილზე გაეცნო.

სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზატკეცილი+’’ ახორციელებს.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის წინ მდებარე ტერიტორიაზე, სუმგაითელი მეტალურგების, კონსტიტუციის, ბარათაშვილის, ასლანიკაშვილის, ჭავჭავაძის, პირველი მაისის, ბათუმის, ქაშაკაშვილის, დონეცკელ მეტალურგების ქუჩებზე, ჯამში 82 კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობა მოხდება.

სამუშაოების ღირებულება 2 მლნ 560.355 ათას ლარს შეადგენს.
პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. 

NO COMMENTS