რუსთავში, იაღლუჯის, ვაჟა ფშაველასა და გორის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0
1450

▶ რუსთავში, იაღლუჯის, ვაჟა ფშაველასა და გორის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მოადგილეებთან – დავით კეკელიძესა და გოჩა ლორიასთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან – გურამ კვარაცხელიასათან, გიორგი ტუხაშვილთან და კომპანია ,,რუსთავის წყალის’’ გენერალური დირექტორის მოადგილე თეიმურაზ ჯანელიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეოაბასაც შეხვდნენ და ქალაქის მასშტაბით მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც მიაწოდეს ინფორმაცია.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვახუშტის, იაღლუჯის, გორის, ვაჟა ფშაველას ქუჩებს, ყაზბეგის ქუჩის I, II გასასვლელს, I და II ჩიხებს, ვაჟა ფშაველას ჩიხს, გორისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების დამაკავშირებელ გზას.
ასფალტის საფარი შეიცვლება 20 438 კვ.მ ფართობზე, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი საერთო სიგრძით 1821 მეტრი.
სამუშაოებისთვის 1 მლნ 406, 999, 99 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.
სამუშაოებს შპს „სამშენებლო კომპანია მაგისტრალი“ ახორციელებს და ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

მიმდინარე წლის ბოლომდე, რუსთავში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სულ 12 მლნ ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

#ქვემოქართლი2018
#რუსთავი2018
#ინფრასტრუქტურა2018

NO COMMENTS