რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალს თავისი სახელი მიენიჭა

0
1683

ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალს თავისი სახელი მიენიჭა.

ბაგა-ბაღებისთვის სიმბოლური სახელების მინიჭების ცერემონიაში მონაწილეობა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებმა მიიღეს.

შესაბამისი სახელწოდების აღმნიშვნელი აბრები, სხვადასხვა საბავშვო ბაღის შენობის ფასადზე რუსთავის მერმა, მერის მოადგილეებმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა განათავსეს.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს და საჩუქრები დაურიგეს.

NO COMMENTS