ბოლნისში ,,ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

0
1384

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ,,ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

საჯარო განხილვა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა,საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა, ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივმა სასპორტო დაწესებულებებმა, საჯარო და კერძო სკოლების, ბაღების, სტუდენტური თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა.

საჯარო განხილვაზე იმსჯელეს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებული „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტზე.საჯარო შეხვედრები, კანონის პროექტის პარლამენტში შემოსვლამდე, დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობას და მასში ფართო საზოგადოების მოსაზრებების ასახვას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის მაისი-ივლისის თვეში საპარლამენტო კომიტეტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და UKaid-ის მხარდაჭერით, უზრუნველყოფს საკანონმდებლო ცვლილებებისა და მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობის და განვითარების სტრატეგიის თაობაზე დისკუსიების ორგანიზებას საქართველოს რეგიონებში.

კონსულტაციების შედეგად გამოთქმული მოსაზრებები წარედგინება კულტურისა და სპორტის სამინისტროს განსახილველად. ამ პროცესში გათვალისწინებულია საჯარო კონსულტაციების გამართვა ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მიზნობრივ ჯგუფთან.

NO COMMENTS