კომედიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მონაწილეობა რუსთავის თეატრმაც მიიღო

0
1553

კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული თეატრის და კომედიის ფესტივალის სამხატვრო ხელმღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ მაყურებელს სპექტაკლის ,,დონ ჟუანი“ რეპეტიცია უჩვენა. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ფესტივალზე მაყურებელი სამუშაო პროცესს გაეცნო და თავადაც მიეცა საშუალება საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა. რეპეტიცია, რომელიც მხოლოდ პირველ მოქმედებას მოიცავდა საინტერესო გასათამაშებელი აღმოჩნდა თავად მსახიობებისთვისაც, რომლებიც არ დააბნია მუშაობის პროცესში სავსე დარბაზმა და რეჟისორის მითითებებს საჯაროდ ასრულებდნენ. რაც შეეხება ,,დონ ჟუანის“ პრემიერას, მას რუსთაველი მაყურებელი შემოდგომაზე იხილავს. უკვე მომავალ წელს კი შესაძლოა სპექტაკლი რუმინეთში კომედიის ფესტივალზეც აღმოჩნდეს. სპექტაკლში რუსთავის თეატრის მსახიობებთან ერთად მოწვეული მსახიობებიც მონაწილეობენ: -ნიკა ჩხაიძე, არჩილ მაკალათია, სოსო ელიზბარაშვილი, ანა მატუაშვილი, ანა დოდაშვილი, ბექა ყულიჯანაშვილი, ლუკა ციხისელი, ნათია არბოლიშვილი, ნინო მესხი, ანა შარვაძე, თეა შარვაშიძე, თეონა ხვედელიძე, მარიამ კვიტაიშვილი, ნათია მელაძე, სოფიკო ჩხიტუნიძე.

კომედიის საერთაშორისო ფესტივალი უკვე 5 წელია გორში იმართება და მისი სლოგანია- ,,დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“. ფესტივალისთვის წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია. საიუბილეოდ ის საერთაშორისო საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა. მსოფლიოში სულ 4 კომედიის თეატრალური ფესტივალია, მათ შორის ადგილი წლევანდელი წლიდან უკვე საქართველოს კომედიის ფესტივალმაც დაიკავა. ამგვარად, ფესტივალი კომედიის ფესტივალი იმართება, ჩინეთში, კანადაში, რუმინეთსა და საქართველოში.

ფესტივალმა შექმნა თავისი ნიშა და კომედიის ფესტივალი ქალაქ გორის ერთადერთ მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად იქცა.

წელს კომედიის ფესტივალი 5 ივნისს დაიწყო და დღეს, 14 ივნისს დასრულდება. მასში მონაწილეობას. მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თუმანიშვილის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის, მესხეთის, თავისუფალი, ილიაუნის, ყაზახეთის, და მოზარდმაყურებელთა თეატრები იღებდნენ. გიგა ლორქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულმა თეატრმა წელს ფესტივალში უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა.

NO COMMENTS