,,დალაქას თასის“ ორგანიზატორების ინიციატივით რუსთავში ჰუმანიტარული აქცია გაიმართა

0
1796

მორიგი ჰუმანიტარული აქცია გაიმართა დღეს რუსთავში. აქცია, მაია დალაქიშვილის და მინი ფეხბურთის ტურნირის – ,,დალაქას თასის“ ორგანიზატორების ინიციატივით მოეწყო.

აქციის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ ოთხ ოჯახს, გათამაშების შედეგად შემოსული თანხით შეძენილი პროდუქტი გადასცეს.

,,დალაქას თასის“ ტურნირი მინი ფეხბურთში წელს უკვე მეექვსედ ტარდება და ის ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის სანდრო დალაქიშვილის ხსოვნას ეძღვნება.

NO COMMENTS