სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 360 წელი ბოლნისში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

0
1768

დიდი ქართველი მწერლის, მეიგავის, დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 360 წელი ბოლნისში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

დღეს ბოლნისში ,,საბაობა 2018“ აღინიშნა. ტანძიის სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში მდებარე, წმ. ნიკოლოზის სახელობის ორბელიანების საგვარეულო ეკლესიაში, ტრადიციულად, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება ბოლნისის კულტურის სახლში ბონდო კობაძის წიგნის „სულხან-საბა ორბელიანი 360“ პრეზენტაციით გაგრძელდა.
,,საბაობა 2018“ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით „სიბრძნე სიცრუისა“ დასრულდა. მსახიობებმა დამსწრე საზოგადოებას სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების სიბრძნე შესანიშნავი ოსტატობით გადასცეს.

NO COMMENTS