ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში შიდა საავტომობილო გზებზე ასფალტის საფარი დაიგება

0
1335

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა წელსაც გრძელდება.

სოფელ რაჭისუბანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

შიდა საავტომობილო გზების საფარის მოწყობის სამუშაოებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 500 000 ლარია.

წინადადებების მიღება 19 ივლისს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სოფელ რაჭისუბნის შიდა გზებზე ასფალტის საფარის მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 დღეში უნდა დაასრულოს.

NO COMMENTS