რუსთავის მერი OGP-ის მეხუთე საერთაშორისო სამიტზე ღია მმართველობის მხარდამჭერი საქმიანობების პრეზენტაციას წარადგენს

0
1597

19 ივლისს ,,ღია მმართველობის პარტნიორობა ადგილიბრივ დონეზე და საჯარო სერვისების გაუმჯობესების“ თემაზე შეხვედრას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დაესწრება. ქალაქის მერი, რუსთავში განხორციელებული და დაგეგმილი, ღია მმართველობის მხარდამჭერი საქმიანობების პრეზენტაციას წარადგენს და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში.

17-19 ივლისს, თბილისში, პროგრამის ,,ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) მეხუთე საერთაშორისო სამიტი იმართება, რომელშიც 76 ქვეყნის და 20 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, მათ შორის რუსთავის მერი იღებს მონაწილეობას.

თბილისის გარდა, რუსთავი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, რომელსაც ,,ღია მმართველობის სტრატეგია“ ოფიციალურად აქვს მიღებული.

NO COMMENTS